Posts

მე-4 დღე

ძალიან ნაყოფიერი და მრავლისმომცველი გამოდგა ეს დღე.  ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. განსაკუთრებით მომეწონა ბუკლეტის  შექმნის სტრატეგიების გაცნობა. საკმაოდ ამომწურავად განვიხილეთ თითოეული საკითხი. ვფიქრობ,  მიღებული ცოდნა დამეხმარება უფრო ეფექტურად წარვმართო სასწავლო პროცესი, მოსწავლეებთან ერთად დავგეგმო და განვახორციელო სხვადასხვა პროექტი.

მე-3 დღე

ეს დღეც, ისევე როგორც წინა ორი სამუშაო დღე, საკმაოდ დატვირთული იყო ჩემთვის საინტერესო და სასარგებლო საკითხებით.  დეტალურად გავეცანი და გავიაზრე როგორ გამოვიყენო სასწავლო პროცესში და კერძოდ, სასწავლო პროექტის წერის დროს ,,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები". განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხები.  მიუხედავად დატვირთული სამუშაო დღისა, ტრენერმა შეძლო საკმაოდ პოზიტიური  გარემო შეექმნა, რამაც განაპირობა მოწოდებული მასალის უკეთ აღქმა და გაგება! 

მეორე დღე

ჩემთვის საკმაოდ  საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა ეს ტრენინგი.  დეტალურად გავეცანი,  როგორ დავწერო პროექტის აღწერა, დაწვრილებით გავიგე პროექტის შაბლონის თითოეულ ველში კონკრეტულად რა უნდა ჩვწერო და როგორ დავწერო პროექტი. შევქმენი საკუთარი ბლოგი, რომელშიც შემდგომში ავტვირთავ ჩემ მიერ შექმნილ რესურსებს. ტრენინგი  პოზიტიურად წარმართა ტრენერმა, რაც ერთ-ერთი მოტივატორი გახდა ინფორმაციის გაგება-გააზრებაში.